ინტერ ქონსთრაქშენი (Inter Construction) 2011 წელს დაარსდა და უკვე 15 წელია სამშენებლო სფეროში საქმიანობს. კომპანია უზრუნველყოფს პროექტის სრულ სამუშაო ციკლს – სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვიდან და შესრულებიდან, სარემონტო და საინჟინრო სისტემების სრულად განხორციელებამდე.
კომპანია აერთიანებს მაღალკვალიფიციურ საინჟინრო და სამშენებლო გუნდს და აღჭურვილია თანამედროვე სპეციალიზებული ტექნიკით, რაც საშუალებას აძლევს განახორციელოს სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის სამშენებლო პროექტები – საძირკვლიდან საბოლოო სამუშაოებამდე.
მის პორტფელში გაერთიანებულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდებისთვის განხორციელებული სამშენებლო და სარემონტო პროექტები, მათ შორის IHG Hotels & Resorts-ის Hotel Indigo Batumi Old Town.
მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალი გუნდის დახმარებით, Inter Construction ქმნის საიმედო, ხარისხიან და ფუნქციურ სამშენებლო შედეგს. კომპანიისთვის თითოეული პროექტი არის პასუხისმგებლობა – შესრულებული ზუსტად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და შეთანხმებულ ვადებში.
Inter Construction – გამოცდილება, რომელიც შენდება.
