Mziuri Wellness (Montara)

Mziuri Wellness Inter Construction-ის მიმდინარე სამშენებლო პროექტია, რომელიც მახინჯაურის უნიკალურ ბუნებრივ გარემოში ვითარდება.

პროექტის ფარგლებში Inter Construction სრულ სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, უზრუნველყოფს თანამედროვე საინჟინრო და ტექნიკური სისტემების შესრულებას და პროექტის მშენებლობას მაღალი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

Mziuri Wellness აერთიანებს თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეებსა და სამედიცინო ველნესის ცენტრს, რაც პროექტს განსაკუთრებულ ფუნქციურ და მასშტაბურ ხასიათს სძენს.

Inter Construction-ისთვის Mziuri Wellness კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც კომპანიის მრავალმხრივ სამშენებლო გამოცდილებასა და მაღალი სირთულის პროექტების განხორციელების შესაძლებლობას უსვამს ხაზს.