პროექტის შესრულებისას კომპანიამ წარმატებით გააერთიანა თანამედროვე ტექნიკური გადაწყვეტილებები, მაღალი ხარისხის შესრულება და საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის მკაცრი სტანდარტების სრული დაცვა.

სამუშაოები მოიცავდა პროექტის სრულ ციკლს – დიზაინის, სარემონტო და ტექნიკური მიმართულებების განხორციელებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხარისხს, ფუნქციურობასა და თითოეული დეტალის სრულყოფილ შესრულებას, რათა სივრცეს ადგილობრივი იდენტობა, თანამედროვე ხასიათი და სტუმრისთვის გამორჩეული გამოცდილება შეექმნა.

ინტერ ქონსთრაქშენისთვის Hotel Indigo Batumi Old Town კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც კომპანიის გამოცდილებასა და პროექტების სრული ციკლით წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას ადასტურებს.